დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 486 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.016676 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 43 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-6 მუხლის შენიშვნის მე-12 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02.07.2007 წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს ინსტრუქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ადგენს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, აგრეთვე ნასამართლობის შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს.“. 2. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი – სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი;“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის IV4 თავი:
„თავი IV4 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი მუხლი 218 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის პირობას წარმოადგენს იურიდიული პირის, რომელიც არ არის ადმინისტრაციული ორგანო, მოთხოვნა და სააგენტოსთან დადებული ავტორიზაციის შესახებ ხელშეკრულება. 2 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას, გადასაცემად მოთხოვნილი მონაცემები შეიცავს თუ არა პერსონალურ მონაცემს; ბ) მოთხოვნილი მონაცემის კონკრეტულ ჩამონათვალს; გ) პერსონალური მონაცემის გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით: გ.ა) პერსონალური მონაცემის დამუშავების მიზანს; გ.ბ) პერსონალური მონაცემის მოცულობას და ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების საჭიროების შესახებ დასაბუთებას; გ.გ) პერსონალური მონაცემის დამუშავების საფუძველს; გ.დ) მონაცემთა სუბიექტის თანხმობის სახეს, თუ პერსონალური მონაცემის დამუშავების საფუძველს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა წარმოადგენს; გ.ე) მონაცემთა შენახვის ვადას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (მოთხოვნაში მითითებული ინფორმაციის) კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის დაინტერესებულ პირთან დადოს ავტორიზაციის ხელშეკრულება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ავტორიზაციის გადასახდელი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი ფულადი თანხა, ავტორიზაციის შეწყვეტის ან/და შეჩერების საფუძვლები, ამ წესის 219 მუხლით განსაზღვრული გადასაცემი მონაცემის მოცულობა და შესაბამისი მომსახურების საფასური, აგრეთვე ავტორიზაციის სხვა მოთხოვნები და ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოსთან დადებული ავტორიზაციის შესახებ ხელშეკრულებით. 5. სააგენტოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს (შემდგომში – ავტორიზებული საწარმო) უფლება აქვს, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული სახით და სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვით წარადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით და ამ წესის 2110 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები/ინფორმაცია. მუხლი 219 ავტორიზებული საწარმოსთვის ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას დაიშვება შემდეგი მონაცემების გადაცემა: ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად დამუშავებული მონაცემები: ა.ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის შესახებ: ა.ა.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ა.ა.ბ) სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი; ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების: ა.ბ.ა) მარკა; ა.ბ.ბ) მოდელი; ა.ბ.გ) ტიპი (ძარას ტიპი); ა.ბ.დ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN); ა.ბ.ე) ძარას საიდენტიფიკაციო ნომერი; ა.ბ.ვ) შასის საიდენტიფიკაციო ნომერი; ა.ბ.ზ) ძრავას საიდენტიფიკაციო ნომერი; ა.ბ.თ) გამოშვების წელი; ა.ბ.ი) ფერი; ა.ბ.კ) სრული მასა; ა.ბ.ლ) ნებადართული მაქსიმალური მასა; ა.ბ.მ) დაუტვირთავი მასა; ა.ბ.ნ) ძრავას მოცულობა (სმ3-ობით); ა.ბ.ო) ძრავას მაქსიმალური სიმძლავრე (კვტ-ობით); ა.ბ.პ) საწვავის ტიპი ან ენერგიის წყარო; ა.ბ.ჟ) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); ა.ბ.რ) რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი; ა.ბ.ს) რეგისტრაციის თარიღი; ა.ბ.ტ) რეგისტრაციისას ასახული რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის უფლება ნივთზე; ა.ბ.უ) რეგისტრაციის საფუძველი; ბ) კალენდარული წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარიცხული ქულების დარჩენილი რაოდენობის, ასევე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ან/და მისი აღდგენის შესახებ არსებული მონაცემი. მუხლი 2110 1. ამ წესის 219 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა დაიშვება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის არსებობისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ წესის 219 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტით და „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ მონაცემის ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა, რომელიც ავტორიზებული საწარმოს მიერ მოთხოვნის განხორციელებისას დაკავშირებულია კონკრეტულ ფიზიკურ პირთან, დაიშვება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის არსებობისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხმობა მონაცემთა სუბიექტის მიერ შეიძლება გაცხადებულ იქნეს: ა) ავტორიზებული საწარმოს წინაშე – ზეპირი ან წერილობითი ფორმით; ბ) სააგენტოს წინაშე – წერილობითი ფორმით. 4. ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით ავტორიზებული საწარმო ვალდებულია, სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვით, ელექტრონული სახით სააგენტოს წარუდგინოს: ა) შესაბამისი მონაცემის გადაცემის მოთხოვნა; ბ) ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 219 მუხლით გათვალისწინებული იმ მონაცემის გადაცემის მოთხოვნისას, რომელიც მოთხოვნის განხორციელებისას დაკავშირებულია კონკრეტულ ფიზიკურ პირთან, დამადასტურებელი დოკუმენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცხადების შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისა; გ) ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 219 მუხლით გათვალისწინებული იმ მონაცემის გადაცემის მოთხოვნისას, რომელიც მოთხოვნის განხორციელებისას დაკავშირებული არ არის კონკრეტულ ფიზიკურ პირთან, შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე უტყუარად ითვლებიან. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს წარმოადგენს: ა) ამ წესის 219 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნის მიზნებისთვის – ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის პირადი ნომერი და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) ამ წესის 219 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნის მიზნებისთვის – ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის უნიკალური ნომერი და სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მფლობელის პირადი ნომერი, თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. ამ წესის 219 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტით და „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს წარმოადგენს ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის გაცხადება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. სააგენტოს მიერ ამ წესის 219 მუხლით გათვალისწინებული მონაცემის ავტორიზებული საწარმოსათვის გადაცემა ხორციელდება ელექტრონულად, მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე ელექტრონული ბაზის მეშვეობით, მომსახურების გაწევისას არსებული მდგომარეობით. 10. სააგენტო პასუხს არ აგებს ავტორიზებული საწარმოს მიერ გადაცემული მონაცემის შემდგომ გავრცელებასა ან/და გადაცემაზე ან სხვაგვარ ხელმისაწვდომობაზე მესამე პირებისათვის. 11. ავტორიზებული საწარმოს ერთი განაცხადით დაიშვება ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის (მოსარგებლის) და ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობაზე კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარიცხული ქულების დარჩენილი რაოდენობის, ასევე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ან/და მისი აღდგენის შესახებ არსებული მონაცემის/მონაცემების გადაცემა. მუხლი 2111 სააგენტო და ავტორიზებული საწარმო ვალდებული არიან, აწარმოონ ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის/გაწევის მოთხოვნის საფუძველზე პერსონალური მონაცემის შესაბამისი დამუშავების აღრიცხვა და ფაილური სისტემის კატალოგი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები