„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017420
168/ნ
18/09/2017
ვებგვერდი, 19/09/2017
430010000.22.022.017420
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №168/ნ

2017 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, 163, 14/12/2010) და ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალიდან“ (დანართი №4) ამოღებულ იქნეს შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები:

ა) 020366 საბაჟო საქმის სპეციალისტი;

ბ) 020154 მოლარე;

გ) 020455 ბანკის მოლარე-ოპერატორი;

დ) 020367 ღონისძიების მენეჯერი;

ე) 020155 ბუღალტერ-ტექნიკოსი;

ვ) 020365  ოფისის მენეჯერი;

ზ) 040160 ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი;

თ) 010362  თევზის მომშენებელ - ოპერატორი;

ი) 040683 ჰიდროტექნიკური მშენებლობის ტექნიკოსი;

კ) 010463  მზარეული;

ლ) 040566 დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი;

მ) 040567 ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს - შემკეთებელი;

ნ) 040778  სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი;

ო) 112064  სასტუმრო საქმის სპეციალისტი;

პ) 112065  მიღება-განთავსების სპეციალისტი;

ჟ) 112066  რესტორნის სერვისმენეჯერი;   

რ) 020151 ბუღალტერი;

ს) 080157 ფოტოგრაფი;

ტ) 041351 გარემოს დაცვის ტექნიკოსი.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების პირველი მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 
2. ამ  ბრძანების პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2017 წლის 21 სექტემბრიდან;

ბ) „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2018 წლის 27 ივლისიდან;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 იანვრიდან;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 აპრილიდან;

ე) „ზ“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 მარტიდან;

ვ)  „კ“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 27 ივლისიდან;

ზ)  „ლ“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 ივნისიდან;

თ) „მ“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან;

ი)  „ნ“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან;

კ) „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2019 წლის 27 ივლისიდან;

ლ) „რ“, „ს“ და „ტ“  ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა