„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016031
23
13/09/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
290160000.60.072.016031
„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №23

2017 წლის  13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებით დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს ცვლილება, დაემატოს  171 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 171. გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ახლად აღმოჩენილი/ამოღებული აქტივის რეალიზაციის წესი

1. ისეთი აქტივი, რომელიც გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იყო მზღვეველის აქტივი, ავტომატურად ჩაითვლება გაკოტრებული/ლიკვიდირებული სადაზღვევო კომპანიის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას იძენს სამსახური გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის კრედიტორებზე გადანაწილების მიზნით.

2. თუ გაკოტრებული/ლიკვიდირებული მზღვეველის აქტივი არის ფულადი სახსრები, ის გადადის სამსახურის მფლობელობაში ამ მიზნებისთვის არსებულ გაკოტრებული/ლიკვიდირებული  მზღვეველის მოუკითხავი თანხების სპეციალურ ანგარიშზე და განაწილდება გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით.

3.თუ გაკოტრებული/ლიკვიდირებული მზღვეველის აქტივი არის არაფულადი სახის მატერიალური აქტივი, სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილი/ამოღებული აქტივის მზღვეველის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესს.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიკონსტანტინე სულამანიძე