„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016026
9
13/09/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
010100000.62.074.016026
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №9

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04.03.2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016010) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.     მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ინსპექტორის უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით აპარატში პირველადი სტრუქტურული ერთეულების სახით იქმნება დეპარტამენტები და სამსახურები.

2. სტრუქტურული ერთეულების დაქვემდებარებაში შეიძლება შედიოდეს მეორადი სტრუქტურული ერთეულები სამმართველოები.“.

2.     მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსპექტირების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველო  და საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველო.“.

3.     მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროექტების და სამართლებრივი ანალიზის მენეჯერი პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;“.

4.     21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე/ ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელინიკოლოზ ბრეგვაძე