„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016324
15
13/09/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
010250020.35.117.016324
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2017 წლის 13 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge; 03/08/2017წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016323) დანართში N1:
ა) ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-4 პუნქტი;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
გ) მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდებისა და ჯილდოს მინიჭება

1. სამუშაო ჯგუფის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, საპატიო წოდებასა და ჯილდოს ანიჭებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებაზე წარდგენის შემდეგ კანდიდატმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

3. წლის ნებისმიერ დროს საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას, დაჯილდოების დღეს, პირს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საზეიმო ვითარებაში (ან მის გარეშე) გადაეცემა მოწმობა და მედალი, ასევე საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება ფულადი ჯილდო 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 მუხლი:

51. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევა

პირს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება შეიძლება ჩამოერთვას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, თუ:

ა) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადასტურდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა;

ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ან/და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;

გ) ჩაიდინა სხვა მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.“;

ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმღები პირისთვის გადასაცემი შესაბამისი მოწმობისა და მედლის დამზადებას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, უზრუნველყოფს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი