ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ სესხის გაცემის შესახებ

  • Word
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ სესხის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1841
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024508
  • Word
1841
31/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024508
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ სესხის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1841

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ სესხის გაცემის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ არაუმეტეს 275 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის თაობაზე.

2. ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ჩარჩოხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით დაუდასტუროს ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) თანხმობა ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი წერილის შინაარსზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი