საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1832
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024516
  • Word
1832
31/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024516
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1 832

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოში გასამართი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისა და ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, უზრუნველყოს წინანდალში ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილისა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტის ნაწილობრივი დაფინანსება, 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარით,  „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში  (პროგრამული კოდი:  24 05 02). 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი