მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1826
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024489
  • Word
1826
30/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024489
მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1826

2017 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. ნება დაერთოთ საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, მიმდინარე წლის აგვისტოში ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელონ 2017 წლისათვის განსაზღვრული შესაბამისი ბიუჯეტების ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2017 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი