საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიას შორის პროგრამა „შემოქმედებით ევროპაში“ საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1825
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024490
  • Word
1825
30/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024490
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიას შორის პროგრამა „შემოქმედებით ევროპაში“ საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1825

2017 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიას შორის პროგრამა „შემოქმედებით ევროპაში“ საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ

 „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიას შორის პროგრამა „შემოქმედებით ევროპაში“ საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტებში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი