დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1823 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024492 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1823
2017 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. №2-ში მდებარე 375 კვ.მ უძრავი ქონებისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.06.008.080) და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე, სასყიდლით, 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შპს „პაუზასათვის“ (ს/ნ: 400200867) გადაცემის თაობაზე და სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიურ საფასურად განისაზღვროს 1 000 (ერთი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები