სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1819
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024496
  • Word
1819
29/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024496
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1819

2017 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს (შემდგოში – სააგენტო) მიეცეს თანხმობა, პროექტის – „ოთახის“ განხორციელების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე, სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №67.17.40.220) პირველ სართულზე არსებული ერთი ოთახი (18,5 მ2) აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადასცეს ა(ა)იპ – 1 ეკვილიბრიუმს (ს/ნ: 405209563).

2. სააგენტოსა და ა(ა)იპ – 1 ეკვილიბრიუმს შორის ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გაფორმდეს ხელშეკრულება ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი