2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1818
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024497
1818
29/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024497
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1818

2017 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ

„2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 ივლისის №362 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 29 აგვისტოს წარდგინების საფუძველზე:

1. საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღო რა ევროსაბჭოს ექსპერტ მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის 21 ივლისის წერილი, სადაც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებულ გამოცდილებას ასახელებენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვის შედეგად გადაწყვიტა, რომ მოწონებულ იქნეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის შემდეგი ორი კანდიდატურა:

ა) ლალი ფაფიაშვილი;

ბ) ოთარ სიჭინავა.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული, 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურები 2017 წლის 31 აგვისტომდე წარედგინოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

 

პრემიერ-მინისტრი                 გიორგი კვირიკაშვილი