საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1808
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024507
  • Word
1808
25/08/2017
ვებგვერდი, 14/09/2017
000000000.00.003.024507
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1808

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

ა) არაუმეტეს 2600 (ორი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ) არაუმეტეს 9600 (ცხრა ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

გ) არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

დ) არაუმეტეს 15800 (თხუთმეტი ათას რვაასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი