დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ღვინის ლაბორატორიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1799 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024487 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1799
2017 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „ღვინის ლაბორატორიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ღვინის ლაბორატორიამ“, შპს „ღვინის ლაბორატორიაში“ ჩატარებული გამოცდის შედეგების ხარისხის (შედეგების სიზუსტე და ცდომილებები) კონტროლის მიზნით, ყურძნისა და ყურძნისეული პროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების სფეროში საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებებსა და ლაბორატორიათშორის შედარებით გამოცდებში მონაწილეობის მიღების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები