სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1793
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024481
1793
25/08/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
000000000.00.003.024481
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1793

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი     

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მეორე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 აგვისტოს №5/39940 გადაწყვეტილება,ქალაქ გორში, მოსკოვის ქუჩის მიმდებარედ არსებული 5001.00 კვ. მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების – №1, №2 (წყლის აუზები) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.45.27.185) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        გიორგი კვირიკაშვილი