საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1784
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024475
1784
25/08/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
000000000.00.003.024475
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1784

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24- ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 2პუნქტის შესაბამისად:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (ს-5) მონაკვეთის ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის განთვისების ზოლში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის  კაკლის ხის (Juglans regia L)   60(სამოცი) ინდივიდი .

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას  გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი