დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1782 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024477 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1782
2017 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 272 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე:
ა) „სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის 210,9 ჰა მიწის ფართობზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №ი-543 ბრძანებით განსაზღვრულ, კახეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის 210,9 ჰა მიწის ფართობზე;
ბ) „სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის 16,7 ჰა მიწის ფართობზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №ი-454 ბრძანებით განსაზღვრულ, იმერეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის 16,7 ჰა მიწის ფართობზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები