საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნის, განახლებისა და ორიგინალთან შესაბამისობაში მოყვანის, რედაქტირებისა და დაკაბადონების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1780
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024479
1780
25/08/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
000000000.00.003.024479
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნის, განახლებისა და ორიგინალთან შესაბამისობაში მოყვანის, რედაქტირებისა და დაკაბადონების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1780

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნის, განახლებისა და ორიგინალთან შესაბამისობაში მოყვანის, რედაქტირებისა და დაკაბადონების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების მიზნით საჭირო ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების სადამფუძნებლო კორპორაციისა (IFRS) და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნის, განახლების და ორიგინალთან შესაბამისობაში მოყვანის, რედაქტირებისა და დაკაბადონების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისაგან (ბაფი), „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი