დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016263 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
|
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2012, 040030000.32.057.016087) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ლაბორატორიის ხელმძღვანელობა 1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით. 2. ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობას. 3. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ლაბორატორიის უფროსი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. ლაბორატორიის უფროსი თავისუფლდება თანამდებობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ლაბორატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) არაუმეტეს ლაბორატორიის უფროსის უფლებამოსილების ვადით. ლაბორატორიის უფროსის მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ლაბორატორიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობის თავმჯდომარეს. 6. ლაბორატორიის უფროსის მოადგილე ახორციელებს კონტროლს და კოორდინაციას უწევს ლაბორატორიის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს. ლაბორატორიის უფროსის მოადგილის კონკრეტულ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ლაბორატორიის უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. ლაბორატორიის უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში ლაბორატორიის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, რომელიც, ლაბორატორიის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ასრულებს თავის მოვალეობებს ლაბორატორიის უფროსის დანიშვნამდე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები