საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორი ქვეყნის სარკინიგზო და სხვა საინფრასტრუქტურო ქსელების დაკავშირების შესახებ

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორი ქვეყნის სარკინიგზო და სხვა საინფრასტრუქტურო ქსელების დაკავშირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 01/05/1998
ძალაში შესვლის თარიღი 04/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000169
-
04/04/1996
გაურკვეველი, -, 01/05/1998
430003000.00.000.000169
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორი ქვეყნის სარკინიგზო და სხვა საინფრასტრუქტურო ქსელების დაკავშირების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორი ქვეყნის სარკინიგზო და სხვა საინფრასტრუქტურო ქსელების დაკავშირების შესახებ

საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა,

აღიარებენ რა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას,

მოწადინებულნი არიან რა, გააადვილონ გაზრდილი კომერციული ურთიერთობა და მგზავრობა ორ ქვეყანას შორის, და

აცნობიერებენ რა შესაბამის სექტორებში კერძო ინვესტიციების მობილიზებისა და ხელშეწყობის საჭიროებას, შეთანხმდნენ შემდეგზე:

1 - საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ თავიანთ ორ ქვეყანას შორის საინფრასტრუქტურო კავშირების დამყარების საქმეში.

2 - საინფრასტრუქტურო კავშირების პროექტები, რომელთაც პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ, მოიცავს სარკინიგზო, საგზაო და მილსადენების პროექტებს.

3 - მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკურად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს პროექტების შემუშავება ყველაზე უფრო შესაფერისი მარშრუტების გასწვრივ. თუმცა, მათ აგრეთვე აღიარეს, რომ საჭირო იქნება მრავალი ტექნიკური საკითხის მოგვარება, სანამ შესაძლებელი გახდებოდეს სხვადასხვა პროექტების მარშრუტების განსაზღვრა და კოორდინაციის მოხდენა.

ამ კონტექსტში, ორივე ქვეყნის ექსპერტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ ყარსი-ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის მარშრუტი ყველაზე უფრო შესაფერისი მარშრუტია საქართველო - თურქეთის რკინიგზების დაკავშირების სხვა ალტერნატივებთან შედარებით.

ეს პროექტი მოიცავს ახალი სარკინიგზო ხაზის აშენებას ყარსსა და ახალქალაქს შორის და არსებული ახალქალაქი-მარაბდის რკინიგზის რეაბილიტაციას.

4 - საქართველოსა და თურქეთის მთავრობები ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ და სტიმულები შეუქმნან კერძო კაპიტალის ინვესტირებას ამ მნიშვნელოვანი საინფრანსტრუქტურო კავშირების დამყარების პროცესის დასაჩქარებლად.

5 - დასამყარებელ საინფრასტრუქტურო კავშირებთან მიმართებაში თავიანთი საქმიანობისა და პოლიტიკის კოორდინირების მიზნით, ორი მხარე შეთანხმდა, თითოეულისთვის ამ სამი პროექტიდან შექმნან ინფრასტრუქტურის უმაღლესი საკოორდინაციო კომისია და სამუშაო ჯგუფები.

6 - ორმხრივი სატრანსპორტო კომისია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებას, შექმნის რა მექანიზმს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა იმ საკითხთა სრული სპექტრის დარგში, რომლებიც მოსაგვარებელი იქნება ამგვარი პროექტების შემუშავების პროცესში. ეს საკითხები შეიძლება მოიცავდეს უფლებათა მინიჭებას კერძო ინვესტორებისა და კონტრაქტორებისთვის, რომლებიც პროექტების შემუშავებას ახორციელებენ.

7 - ორი მხარე შეთანხმდა, რომ ორმხრივი სატრანსპორტო კომისია ჩაატარებს აუცილებელ სამუშაოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაძლებელი იყოს პროექტების შემუშავების წარმოება კომერციულ საფუძველზე.

8 - თითოეული მხარე განახორციელებს ორმხრივ სატრანსპორტო კომისიაში გზების, რკინიგზებისა და მილსადენების რეგულირებაზე პასუხისმგებელ სამუშაო დონის ოფიციალურ პირთა საწყის დანიშვნებს.

შესრულებულია ანკარაში, 1996 წლის 4 აპრილს ორ ორიგინალურ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით