დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აბაშის საგზაო სამმართველოს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1775 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024463 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1775
2017 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „აბაშის საგზაო სამმართველოს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით, შპს „აბაშის საგზაო სამმართველო“ (ს/ნ: 222430590) 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 6 000 მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი აბაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
|
№ |
X |
Y |
|
1 |
268286.923 |
4681058.081 |
|
2 |
268335.278 |
4681141.233 |
|
3 |
268345.661 |
4681166.825 |
|
4 |
268399.239 |
4681184.684 |
|
5 |
268406.383 |
4681215.641 |
|
6 |
268403.576 |
4681237.136 |
|
7 |
268419.000 |
4681257.000 |
|
8 |
268438.504 |
4681244.810 |
|
9 |
268430.989 |
4681175.556 |
|
10 |
268388.523 |
4681093.800 |
|
11 |
268334.548 |
4681035.062 |
|
S = 12339 მ2 |
||
|
WGS 1984. |
||
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „აბაშის საგზაო სამმართველო“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 1043 ლარის გადახდა.
3. შპს „აბაშის საგზაო სამმართველოს“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „აბაშის საგზაო სამმართველომ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები