„ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1680 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1773
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024461
1773
25/08/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
000000000.00.003.024461
„ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1680 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1773

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1680 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1680 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს მიეცეს ინდოეთის მხარესთან მოლაპარაკებებისა და საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებასა და სხვა დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დაევალოთ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                              გიორგი კვირიკაშვილი