„საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024454
1767
24/08/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
000000000.00.003.024454
„საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1767

2017 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

გენადი არველაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ნოდარ კერესელიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

მარიამ ვალიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

დავით ჯალაღანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

გიორგი ყარალაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში;

მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი;

გიორგი ზვიადაძე სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;

გიორგი ჩოგოვაძე სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ჯემალ ვაშაკიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

მიხეილ პაატაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი;

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;

ხატია წილოსანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

იოსებ სხირტლაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი;

ნანა შავიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი.“.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                              გიორგი კვირიკაშვილი