სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ

სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 08/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016356
42/2017
08/09/2017
ვებგვერდი, 08/09/2017
010210010.15.008.016356
სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №42/2017

2017 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სააღრიცხვო ბარათის წარდგენის დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა ქალაქ თბილისისა) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ან მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად.
მუხლი 2
თუ ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი იმავდროულად  წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი ცესკოში და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს თითო ეგზემპლარად.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი