„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2017
ძალაში შესვლის თარიღი 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017014
314
11/09/2017
ვებგვერდი, 13/09/2017
200090000.22.033.017014
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №314

2017 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112)  დამტკიცებული  ინსტრუქციის  481    მუხლს  დაემატოს  შემდეგი შინაარსის „მაგალითი 26“:

მაგალითი 26. დღგ-ის გადამხდელმა შპს „X“-მა 5 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე გააფორმა ხელშეკრულება შპს „Y“-თან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდებამდე შპს „Y“ გადაიხდიდა საქონლის ღირებულების 50%-ს 2 500 ლარს, ხოლო დარჩენილ ნაწილს გადაიხდიდა საქონლის მიწოდების შემდგომ. შპს „Y“-მა შეთანხმებული თანხა შპს „X“-ს გადაუხადა 2017 წლის 20 მაისს. ვინაიდან მხარეების მიერ განსაზღვრული იყო მისაწოდებელი საქონელი, საქონლის რაოდენობა, ღირებულება და საქონლის მიწოდება წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შპს „X“-ის მიერ მიღებულ თანხაზე გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 2 500 ლარი დაბეგრილ იქნა დღგ-ით 2017 წლის მაისის თვეში.   2017 წლის 2 ივნისს შპს „Y“ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. შეთანხებული საქონლის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 9 ივნისს. შპს „Y“-ის მიერ მიწოდებულ საქონელზე გადახდილი დღგ ჩათვლილ იქნა ივნისის საანგარიშო პერიოდში.

შეფასება:

ვინაიდან შპს „Y“-ს საქონელი მიღებული აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, შესაბამისად, მის მიერ დღგ-ის რეგისტრაციამდე აღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას.

შენიშვნა: იმავე წესით შეუძლია მიიღოს გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის ჩათვლა მომსახურების მიღების შემთხვევაშიც.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი