„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017015
315
12/09/2017
ვებგვერდი, 13/09/2017
200090000.22.033.017015
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №315

2017 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანების შედეგად, 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე უკუდაბეგვრის სპეცბარათზე დარიცხული დღგ-ის (მიუხედავად მათი წარმოშობის პერიოდისა) 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ან/და შემდგომ პერიოდში გადაფარვის (ზედმეტად გადახდილი თანხებით არსებული დავალიანების დაფარვა) შედეგად გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი შეტყობინება ითვლება უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად და დღგ-ის გადამხდელს აძლევს ჩათვლის უფლებას თანხის გადაფარვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით (მათ შორის, დაზუსტების გზით), თანხის გადაფარვის საანგარიშო პერიოდის ხანდაზმულობის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი