საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლისათვის ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 158/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017411
158/ნ
11/09/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
040030000.22.022.017411
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლისათვის ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლისათვის ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №158/ნ

2017 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლისათვის ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტი საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005) დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლას მიენიჭოს ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005) დამტკიცებულ დანართ №10-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის №8 გრაფა:

7

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლა

დ. უზნაძის ქ. №59

ფრანგული ენა

დაწ-საბ-საშ

მუხლი 3
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005) დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილიდან ამოღებულ იქნეს მე-5 გრაფა.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა