„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016870
112
10/10/2017
ვებგვერდი, 11/10/2017
010320040.22.038.016870
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №112

2017 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 12/08/2015, 010320040.22.038.016499) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება;“.

2. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამზადებს ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტაციას;“.

3. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამზადებს მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტაციას;“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს ბრალდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის,  ბრალდებულთა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ბრალდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე; დეპარტამენტის დირექტორის მიერ აღნიშნული ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას;“.

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, მსჯავრდებულთა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის მიერ აღნიშნული ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი