„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016887
129
03/11/2017
ვებგვერდი, 03/11/2017
010340020.22.038.016887
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №129

2017 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016468) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.".

2. მე-11 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბრალდებულთათვის და მსჯავრდებულთათვის სპეციალიზებული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების ორგანიზებას სამკურნალო დაწესებულებაში, ცენტრსა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

3. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.“.

5. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი