დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 9 ივლისის 66/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.18.011.016255 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 9 ივლისის №66/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 9 ივლისის №66/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 10/07/2015; ს/კ: 010320010.18.011.016170) დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი:
„მუხლი 20. ფინანსური სტაბილურობის ანალიზის დეპარტამენტი 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) განათლება: უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ სფეროში); ბ) მუშაობის გამოცდილება: 5 წელი; გ) საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; დ) კომპიუტერული პროგრამები: MS Windows; MS Excel; MS Word; MS Outlook; PowerPoint – სამომხმარებლო დონეზე; ე) უცხო ენები: ინგლისური ენა – კარგად; რუსული ენა – საშუალოდ. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) განათლება: უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ სფეროში); ბ) მუშაობის გამოცდილება: 4 წელი; გ) საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; დ) კომპიუტერული პროგრამები: MS Windows; MS Excel; MS Word; MS Outlook; PowerPoint – სამომხმარებლო დონეზე; ე) უცხო ენები: ინგლისური ენა – კარგად; რუსული ენა – საშუალოდ. 3. განყოფილების უფროსი: ა) განათლება: უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ სფეროში); ბ) მუშაობის გამოცდილება: 3 წელი; გ) საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები; დ) კომპიუტერული პროგრამები: MS Windows; MS Excel; MS Word; MS Outlook; PowerPoint – სამომხმარებლო დონეზე; ე) უცხო ენები: ინგლისური ენა – კარგად; რუსული ენა – საშუალოდ. 4. მთავარი სპეციალისტი: ა) განათლება: უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ სფეროში); ბ) მუშაობის გამოცდილება: 2 წელი; გ) საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) კომპიუტერული პროგრამები: MS Windows; MS Excel; MS Word; MS Outlook; PowerPoint - სამომხმარებლო დონეზე; ე) უცხო ენები: ინგლისური ენა – კარგად; რუსული ენა – სასურველია. 5. წამყვანი სპეციალისტი: ა) განათლება: უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ სფეროში); ბ) მუშაობის გამოცდილება: 1 წელი; გ) საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) კომპიუტერული პროგრამები: MS Windows; MS Excel; MS Word; MS Outlook; PowerPoint - სამომხმარებლო დონეზე; ე) უცხო ენები: ინგლისური ენა – კარგად; რუსული ენა – სასურველია. 6. უფროსი სპეციალისტი: ა) განათლება: უმაღლესი (სასურველია მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ სფეროში); ბ) მუშაობის გამოცდილება: 1 წელი; გ) საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) კომპიუტერული პროგრამები: MS Windows; MS Excel; MS Word; MS Outlook; PowerPoint – სამომხმარებლო დონეზე; ე) უცხო ენები: ინგლისური ენა – კარგად; რუსული ენა – სასურველია. 7. სპეციალისტი: ა) განათლება: უმაღლესი (სასურველია ეკონომიკურ სფეროში); ბ) საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) კომპიუტერული პროგრამები: MS Windows; MS Excel; MS Word; MS Outlook; PowerPoint – სამომხმარებლო დონეზე; დ) უცხო ენები: ინგლისური ენა – კარგად; რუსული ენა – სასურველია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები