ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016352
33
06/09/2017
ვებგვერდი, 07/09/2017
010250050.35.116.016352
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2017 წლის 6 სექტემბერი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის ნებადართული საავტომობილო გზების სია, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი



დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის  (სასწავლო სვლა) განკუთვნილი გზების სია

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია:

ა) წერეთლის ქუჩა;

ბ) ასათიანის ქუჩა;

გ) აღმაშენებლის ქუჩა ცენტრალური სტადიონი  გიორგავა ღელე;

დ) სოფელ ჩხუტელის ტერიტორია (მაქსიმე აღმსარებლის ტაძრიდან ჩხუტელის სოფლის მაღაზიამდე).