„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1717
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024440
  • Word
1717
21/08/2017
ვებგვერდი, 07/09/2017
000000000.00.003.024440
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1717

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის

2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

 ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 165 628 404 (ას სამოცდახუთი მილიონ ექვსას ოცდარვა ათას ოთხას ოთხი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) პირველი პუნქტის 1.22 და 1.45 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.22. მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 029 047 (ორი მილიონ ოცდაცხრა ათას ორმოცდაშვიდი) ლარისა, №22 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

 „1.45. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 918 793 (ხუთი მილიონ ცხრაას თვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი) ლარისა, №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

გ) დანართი №22 და დანართი №45 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ - მინისტრი                                  გიორგი კვირიკაშვილი