დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1716 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024439 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1716
2017 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის
№1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1391 განკარგულების (შემდგომში – განკარგულება) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ „დევნილი ოჯახების მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შევსებული განაცხადების ელექტრონულ მოდულში ასახვის თაობაზე“ პროექტში განსახორციელებელი ცვლილება.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:
ა) განკარგულების მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად მიმართოს 183 760 (ას ოთხმოცდასამი ათას შვიდას სამოცი) ლარი, საიდანაც:
ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 120 160 (ას ოცი ათას ას სამოცი) ლარი;
ბ) 2018 წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიმართოს 63 600 (სამოცდასამი ათას ექვსასი) ლარი.“;
ბ) განკარგულების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები