დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016307 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 დეკემბრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015 010250050.35.137.016217), კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. ოქმების შედგენის უფლებამოსილება 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 964, 1191, 149-ე, 150-ე, 151-ე, 1534, 159-ე, 1591 მუხლებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში.“. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 152-ე, 1522 მუხლებით და საქართველოს კანონის „პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 43-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.“. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 39-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები