დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.155.016230 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250020.35.155.016127) პირველი მუხლით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: ა) პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი; ბ) მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საორგანიზაციო განყოფილების უფროსი გ) მესამე რანგის საორგანიზაციო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; დ) მესამე რანგის საორგანიზაციო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მესამე რანგის საორგანიზაციო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ვ) მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამდივნო განყოფილების უფროსი; ზ) მესამე რანგის სამდივნო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; თ) მესამე რანგის სამდივნო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; დ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“. 4. ამოღებულ იქნეს 81 მუხლი. 5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის წინაშე. 4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.“. 6. მე-5 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
თავი
V
აპარატის
პროფესიული
საჯარო
მოხელეები
მუხლი 10. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 11. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები