„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 06369/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 04/09/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016052
06369/21
04/09/2017
ვებგვერდი, 05/09/2017
010320010.58.070.016052
„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №06369/21

2017 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 364 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 12 აპრილის №71/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 17.04.2013, 010320010.58.070.016011) დამტკიცებულ საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესსა და პირობებში  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული  ასლი;“.

2. მე-5 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის გამოცდის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ინსტიტუტს უნდა წარედგინოს შესაბამისი განცხადება და სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებისა და ტესტების პასუხების გამოქვეყნება

ინსტიტუტი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა, უზრუნველყოფს სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას ინსტიტუტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელინინო ლომჯარია