დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.33.058.016114 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/07/2014; 470230000.33.058.016076) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. ბრძანების პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ბიუჯეტის დაგეგმვისა და სამედიცინო საწარმოთა მართვის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №9 დანართისა;“. 3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები 1. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს განყოფილების უფროსი. 3. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები: ა) ასრულებენ განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე; დ) ხელს უწყობენ განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას; ე) იხილავენ განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; ვ) ამზადებენ და განყოფილების უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ზ) პერიოდულად განყოფილების უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.“. 4. ბრძანების დამტკიცებული დანართი №3-ის, დანართი №4-ის, დანართი 5-ის, დანართი №6-ის, დანართი №8-ის, დანართი №10-ის მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები: ა) ასრულებეს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე; დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას; ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; ვ) ამზადებენ და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ზ) პერიოდულად დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.“. 5. ბრძანების დამტკიცებული დანართი №7-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები: ა) ასრულებეს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე; დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას; ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; ვ) ამზადებენ და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ზ) პერიოდულად დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.“. 6. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
|
მუხლი 2.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
|
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
|
მუხლი 3.
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
|
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპოდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; დ) სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ე) მინისტრის თათბირების, მინისტრის მიერ შექმნილი კომისიების/საბჭოების სხდომების ორგანიზება და შესაბამისი ოქმების წარმოება, მიღებულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი; ვ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შემდგომში მისი შესრულების კონტროლი; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციების შეგროვება; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენის უზრუნველყოფა; კ) მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა; მ) არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზება, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების პროცესში მონაწილეობა; აგრეთვე სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; პ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ჟ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და წარდგენა; რ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; ს) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; ტ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; უ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; ფ) მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; ქ) პროტოკოლის წარმოება; ღ) საინფორმაციო მასალების მომზადების, პრესრელიზების გავრცელების, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება; ყ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემის ადმინისტრირება და მართვა; შ) სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და ვებ-გვერდის მართვა; ჩ) აღმასრულებელ ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან (მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ც) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის უფლებამოსილება
|
1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მინისტრთან შეთანხმებით სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე; ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან; ვ) მინისტრის დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად; ზ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში; თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. 2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის სტრუქტურა
|
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება. |
მუხლი 6.
საქმისწარმოების განყოფილების ამოცანები და ფუნქციები
|
საქმისწარმოების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დოკუმენტებზე მუშაობის და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია; გ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტის რეგისტრაცია; დ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვა, განაწილება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება; ე) ხელმძღვანელობის მიერ განხილული დოკუმენტაციის შესაბამის თანამშრომლებზე განაწილება; ვ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება; ზ) დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად, სამინისტროს საქმეთა წარმოება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს საქმის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადება; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა; კ) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის ადრესატებისათვის დაგზავნის უზრუნველყოფა; ლ) შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით განმცხადებლის წერილობითი და სიტყვიერი ინფორმირების უზრუნველყოფა; მ) შემოსული წერილების განხილვის პერიოდული ანალიზის განხორციელება; ნ) სამინისტროს კადრების აღრიცხვა, პირადი საქმეების წარმოება; ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა; პ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; რ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციების შეგროვებისა და დამუშავების ორგანიზება; ს) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. |
მუხლი 7.
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ამოცანები და ფუნქციები
|
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება მოთხოვნილებების შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და შესყიდვების შესახებ განაცხადებისა და ანგარიშების გამოქვეყნება; დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება; ე) ტენდერების ჩატარების მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების მახასიათებლების და სავარაუდო ფასების დადგენა, ფასთა მონიტორინგის ჩატარება, შერჩევის დასაბუთება, სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და სატენდერო კომისიის წევრებთან შეთანხმება; ვ) შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვა, მათი რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და არქივის წარმოება; ზ) ხელშეკრულებების მიმდინარე ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციების შესაბამისად რეალიზაციის გეგმებისა და ანგარიშების მომზადება, საინფორმაციო ბაზების შექმნა, ანალიზი; თ) სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და მონოტორინგის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ი) ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევის და/ან ვადაგადაცილების შემთხვევაში, მინისტრისათვის სათანადო ინფორმაციის დროული მიწოდება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.
|
მუხლი 8.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
|
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის ცალკეულ დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 9.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები
|
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სტრუქტურული ერთეულის უფროსი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების კანონიერებაზე, ასევე მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე/კონტროლზე. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 10.
განყოფილების ხელმძღვანელობა
|
1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შედის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის მოვალეობა დროებით შეიძლება შეასრულოს განყოფილების ერთერთმა საჯარო მოხელემ. 5. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია განყოფილებაში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) დეპარტამენტის უფროსს ყოველთვიურად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ვ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია განყოფილებაში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 11.
განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები
|
1. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს განყოფილების უფროსი. 3. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე. 4. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები : ა) ასრულებენ განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე; დ) ხელს უწყობენ განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას; ე) იხილავენ განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; ვ) ამზადებენ და განყოფილების უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ზ) პერიოდულად განყოფილების უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ; თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.“.
|
დანართი №9
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და სამედიცინო საწრმოთა მართვის დეპარტამენტის დებულება
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბიუჯეტის დაგეგმვისა და სამედიცინო საწარმოთა მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
|
მუხლი 2.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
|
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
|
მუხლი 3.
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
|
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; გ) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; დ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება, შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; ე) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი; თ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ი) სამინისტროსა და მის სისტემის დაწესებულებების ბიუჯეტსა და პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება; კ) სამინისტროს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიური და ყოველკვარტალური ხარჯთანუსხის მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის; ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებებისადმი წარდგენა; მ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, ასევე საწარმოების წესდებითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პარტნიორის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების კონტროლი; ნ) მართვის უფლებით გადაცემული სამედიცინო საწარმოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების კანდიდატურების შერჩევა, ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა მათი დანიშვნა-გათავისუფლების თაობაზე და შერჩეული კანდიდატურის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სასამსახურო ხელშეკრულებების მომზადება და შესრულების კონტროლი, საწარმოთა საქმიანობის კოორდინაცია და ანგარიშების განხილვა; ო) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების მიერ სესხისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხის განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; პ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების დადგენილი წესის შესაბამისად რეალიზაციის, ჩამოწერის, დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება; რ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების წლიური სამეურნეო საქმიანობის შედეგების, ფინანსური ანგარიშგებების და ბიზნესგეგმების განხილვა; ს) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, ასევე საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების საკითხების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში არსებული წესის შესაბამისად; ტ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში წარმომადგენლებისაგან მიღებული ანგარიშების, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; უ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის უფლებამოსილება
|
1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მინისტრთან ან/და კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე; ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან; ვ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად; ზ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში; თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. 2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის სტრუქტურა
|
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება; ბ) სამედიცინო საწარმოთა მართვის განყოფილება. |
მუხლი 6.
ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციები
|
ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; გ) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; დ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება, შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; ე) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი; თ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ი) სამინისტროსა და მის სისტემის დაწესებულებების ბიუჯეტსა და პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება; კ) სამინისტროს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიური და ყოველკვარტალური ხარჯთანუსხის მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის; ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებებისადმი წარდგენა; მ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 7.
სამედიცინო საწარმოთა მართვის განყოფილება
|
სამედიცინო საწარმოთა მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, ასევე საწარმოების წესდებითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პარტნიორის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების კონტროლი; ბ) მართვის უფლებით გადაცემული სამედიცინო საწარმოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების კანდიდატურების შერჩევა, ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა მათი დანიშვნა-გათავისუფლების თაობაზე და შერჩეული კანდიდატურის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სასამსახურო ხელშეკრულებების მომზადება და შესრულების კონტროლი, საწარმოთა საქმიანობის კოორდინაცია და ანგარიშების განხილვა; გ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების მიერ სესხისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხის განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების დადგენილი წესის შესაბამისად რეალიზაციის, ჩამოწერის, დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე) კომპეტენციის ფარგლებში მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება; ვ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების წლიური სამეურნეო საქმიანობის შედეგების, ფინანსური ანგარიშგებების და ბიზნესგეგმების განხილვა; ზ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, ასევე საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების საკითხების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში არსებული წესის შესაბამისად; თ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში წარმომადგენლებისაგან მიღებული ანგარიშების, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ი) მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 8.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
|
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 9.
განყოფილების ხელმძღვანელობა
|
1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შედის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის მოვალეობა დროებით შეიძლება შეასრულოს განყოფილების ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ. 5. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია განყოფილებაში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) დეპარტამენტის უფროსს ყოველთვიურად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ვ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია განყოფილებაში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 10.
განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები
|
1. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს განყოფილების უფროსი. 3. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები: ა) ასრულებეს განყოფილების უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე; დ) ხელს უწყობენ განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას; ე) იხილავენ განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; ვ) ამზადებენ და განყოფილების უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ზ) პერიოდულად განყოფილების უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები