მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.153.016370
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
31/08/2017
ვებგვერდი, 01/09/2017
190040000.35.153.016370
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/09/2017 - 19/12/2017)

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მაისის №15 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 190040000.35.153.016328, 01.06.2016).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი



დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 

 

რანგი

თანამდებობის დასახელება

საშტატო რიცხოვნობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარი)

1.

 

საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირი

1

2650

2.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პოლიტიკური თანამდებობის პირი

1

1900

3.

 

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირი

5

1550

4.

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირი

7

1550

 

5.

I

საკრებულოს აპარატის უფროსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

1200

6.

II

საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსი
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

1010

7.

II

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

1010

8.

III

საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

3

760

9.

III

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

4

760

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები

 

 

 

N

შრომითი ხელშეკრულებით დაკავებული პოზიცია

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1.

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

2

990

2.

ჟურნალისტი

1

760

3.

საშვთა ბიუროს რეგისტრატორი

1

760

4.

მძღოლი

1

950