დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016518 |
|
,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: 1. ამ დანართში მითითებული წახალისების სახეები ამავე დანართში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრის მიმართ გამოიყენება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. ამ დანართში მითითებული წახალისების სახეები შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები