„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016177
26
01/09/2017
ვებგვერდი, 04/09/2017
010250050.35.173.016177
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2017 წლის 1 სექტემბერი

ქ. ახალციხე

„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 ოქტომბრის 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 ოქტომბრის 42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.173.016042) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (დებულება):
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.“

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს სამსახურის უფროსის წადგინებით და მერის დავალებით განახორციელებს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე