დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 413 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.020122 |
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 470230000.10.003.019741) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“: დ.ა) ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა; დ.ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამედროვე სტაციონარული რენტგენის დანადგარის – მაღალტექნოლოგიური რადიოგრაფიულ-ფლუოროსკოპიული კომპიუტერიზირებული სისტემის შესყიდვა;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ – ო“ ქვეპუნქტები: „მ) მესტიის მუნიციპალიტეტის შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანებისათვის“ ენდოსკოპიური (ლაპარასკოპიული) აპარატის შესყიდვა; ნ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის მეორადი (4 ერთეული) მაღალი გამავლობის ავტომანქანების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებად გადაკეთებისა და მათი აღჭურვისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვა; ო) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „დ.ბ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 13 515.9 ათასი ლარით:
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები