დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016865 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/09/2017 - 09/02/2022)
|
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-20 მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესი თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესი
|
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში (შემდგომში – მაღაზია) პროდუქციის ღირებულების შემოწმების წესს. მუხლი 2 ინსპექტირებისას მოწმდება მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ამავე პროდუქციის საბაზრო ღირებულებასთან. მუხლი 3 მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულებას ამოწმებს ინსპექტირების კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამსართლებრივი აქტით. ამავე ბრძანებით განისაზღვრება ინსპექტირების კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 4 იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მაღაზიაში გასაყიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზუსტი ანალოგი (ბრენდი) საცალო ვაჭრობით დაკავებულ მსხვილ ობიექტების გაყიდვაში არ არის, დაწესებულების მაღაზიაში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასი არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ სხვა ნებისმიერ 3 სავაჭრო ობიექტში იდენტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასს 10%-ით. მუხლი 5 1. კომისია ატარებს როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ ინსპექტირებას. 2. გეგმური ინსპექტირება დაწესებულების თითოეულ მაღაზიაში ტარდება წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ. 3. არაგეგმური ინსპექტირების ჩატარების საფუძველი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესახებ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივარი. მუხლი 6 1. ინსპექტირების ჩატარებისას კომისია უფლებამოსილია შევიდეს მაღაზიის ტერიტორიაზე, მოითხოვოს მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მაღაზიის წარმომადგენლისგან (მენეჯერისგან) პროდუქციის ფასთან დაკავშირებით მიიღოს ახსნა-განმარტება. 2. ინსპექტირების ჩატარებისას კომისია ასევე უფლებამოსილია მოახდინოს საკონტროლო შესყიდვა მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასის დადგენის მიზნით. მუხლი 7 ინსპექტირება შესაძლებელია ჩატარდეს ისპექტირების შესახებ მაღაზიისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მუხლი 8 ინსპექტირება ტარდება მაღაზიის წარმომადგენლის (მენეჯერის) თანდასწრებით. მუხლი 9 1. მაღაზიის ინსპექტირებისას დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს ჩატარების თარიღი, ადგილი, ინსპექტირებისას უშუალოდ მონაწილე პირთა ვინაობა და ინსპექტირებისას მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება. 2. ოქმს ხელს აწერს ინსპექტირებაში უშუალოდ მონაწილე კომისიის თითოეული წევრი და მაღაზიის წარმომადგენელი (მენეჯერი). მუხლი 10 1. მაღაზიის ინსპექტირების შემდგომ 5 სამუშაო დღეში კომისიის წევრები აკეთებენ დასკვნას ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით. 2. დასკვნაში უნდა მიეთითოს: ა) დასკვნის მიღების თარიღი; ბ) კომისიის წევრების ვინაობა; გ) მაღაზიის ინსპექტირების თარიღი; დ) მაღაზიის ინსპექტირებისას, მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება; ე) კომისიის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგები; ვ) მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ამავე პროდუქციის საბაზრო ღირებულებასთან. 3. ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით კომისიის წევრის განსხვავებული აზრი შენიშვნის სახით ფიქსირდება დასკვნაში. მუხლი 11 კომისია ვალდებულია, ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით მიღებული დასკვნა ინსპექტირების დასრულებიდან 3 სამუშაო დღეში მოხსენებითი ბარათით აცნობოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები