„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2017
ძალაში შესვლის თარიღი 06/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017012
305
05/09/2017
ვებგვერდი, 05/09/2017
230210000.22.033.017012
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №305

2017 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-5 მუხლის „12“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული მალფუჭებადი საქონლის, ცხოველების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.“.

 

2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ: 

ა) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;

ბ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.“.

3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:

„ა.ა1) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;“.

4. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლისა, თუ: 

ვ.ა) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;

ვ.ბ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარანტმა/საქონლის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ხოლო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქონლის წარდგენა საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ საბაჟო კონტროლის ზონაში.“.

5. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო  დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას – საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 6 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი