დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
მიღების თარიღი | 30/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/09/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016134 |
|
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ტ“–„ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) წინადადებების მიღება დასრულებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის ან, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი რაუნდების დასრულებიდან (გარდა ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებამდე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით; უ) შერჩევა-შეფასება – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა, გარდა ამ წესის მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმს; უ1) მიმდინარეობს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები (შემდგომში – მიმდინარეობს დამატებითი რაუნდები) – ტენდერის სტატუსი, რომელიც ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით იმავე მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით; ფ) გამარჯვებული გამოვლენილია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ქ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება სატენდერო პირობებს და სატენდერო კომისია მიიწვევს მას ხელშეკრულების დასადებად, გარდა ამ წესის მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;“; ბ) „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) არ შედგა – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს მიენიჭა ტენდერის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ და ამ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია, ასევე, ელექტრონული ტენდერის ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, მასში მონაწილეობა არ მიუღია ხუთ პრეტენდენტს მაინც; ჩ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე ან ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, ასევე, ელექტრონული ტენდერის ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის გამო ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა რიცხვი ნაკლებია ხუთზე ან შერჩევა-შეფასების შედეგად ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებში არ იქნა დაშვებული ორი პრეტენდენტი მაინც;“; გ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ1) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები (შემდგომში – დამატებითი რაუნდები) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი – სამი დამატებითი რაუნდი, რომელიც იწყება ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე და სრულდება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა. დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;“. 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ამ წესის 41-ე მუხლის შესაბამისად, პრეკვალიფიკაციით. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით TEP.“. 3. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, ხოლო ორეტაპიან ელექტრონულ ტენდერში – საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში სატენდერო კომისია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში. 3. ელექტრონული ტენდერის ამ წესის მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა პრეტენდენტს, ხოლო ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე – ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს. ასეთ შემთხვევაში სატენდერო კომისია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.“. 4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში თავსდება ელექტრონულად. ამ მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია ავსებს ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრულ კითხვარს, რომელიც გენერირებულია სისტემაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ამ წესის მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარებაზე.“. 5. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-20 პუნქტითა და 41-ე მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულოა. კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, რაც უნდა დასაბუთდეს სატენდერო დოკუმენტაციაში.“. 6. 21-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელმაც ძირითად დროში, დადგენილი წესით, წარადგინა სატენდერო წინადადება, გარდა ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა. პირველ დამატებით რაუნდში შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება პრეტენდენტთა მიერ ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით, კერძოდ, პირველ დამატებით რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. 10. სისტემა ძირითად დროში უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. გარდა ამ წესის 39-ე, მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, პრეტენდენტების რაოდენობა და წინადადების ფასები საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დაწყების მომენტიდან. პრეტენდენტთა ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია საჯარო ხდება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე.“. 7. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-13 პუნქტითა და 41-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, გამარჯვებულად ითვლება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს.“. 8. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ამ წესის მე-40 მუხლის მე-15 და მე-19 პუნქტების ან 41-ე მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, იგი არ წარადგენს ხარჯთაღრიცხვას დადგენილი წესით, არ დააზუსტებს მას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;“. 9. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე მუხლი: „მუხლი 41. ელექტრონული ტენდერის ჩატარება პრეკვალიფიკაციით 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ელექტრონული ტენდერი ჩაატაროს პრეკვალიფიკაციით (Restricted Procedure), რაც გულისხმობს ელექტრონული ვაჭრობისთვის დამატებით რაუნდებში მხოლოდ იმ პრეტენდენტთა დაშვებას, რომელთა ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა შეესაბამება სატენდერო პირობებს. 2. დაუშვებელია წინადადების ფასის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითება, ასევე ხარჯთაღრიცხვის (არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთვა. ხარჯთაღრიცხვა (არსებობის შემთხვევაში) უნდა აიტვირთოს სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს წინადადების ფასს ან/და ატვირთავს ხარჯთაღრიცხვას სისტემის ტექნიკური დოკუმენტაციის ველში, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 3. პრეტენდენტი ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე, სატენდერო წინადადებასთან ერთად, სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს (არსებობის შემთხვევაში). 4. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ პრეტენდენტთა ვინაობა, მათი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვის გარდა) და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში). ამასთან, საჯარო ხდება აგრეთვე იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში). 5. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სატენდერო კომისია ვალდებულია, შეაფასოს ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტში მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. 6. პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტების მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი/ისინი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის/რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) არსებით ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის პრეტენდენტ(ებ)ს განესაზღვრება(თ) არაუმეტეს 3 სამუშაო დღე. 8. სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ის დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას აფასებს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი. 9. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 10. პრეტენდენტებს ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის მოთხოვნით სატენდერო კომისიამ შეიძლება მიმართოს მხოლოდ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ეტაპამდე. 11. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება. 12. ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციისა (ხარჯთაღრიცხვის გარდა) და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში), ასევე ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (არსებობის შემთხვევაში) შეფასების დასრულებიდან „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე სატენდერო კომისიას ეკრძალება მიმდინარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება ან/და ქმედების განხორციელება. თუ აღნიშნულ ვადაში სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გასაჩივრება, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს ელექტრონული ტენდერი ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ელექტრონული ტენდერის შეჩერება არ იწვევს ამ პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის შეჩერებას. 13. ყველა პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციისა (ხარჯთაღრიცხვის გარდა) და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში), ასევე ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის (არსებობის შემთხვევაში) შეფასების დასრულებისთანავე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტ(ებ)ის წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა (არსებობის შემთხვევაში), რომლებმაც მიიღეს დისკვალიფიკაცია ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭების ეტაპზე. 14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან, ხოლო თუ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გასაჩივრდა – საჩივრის დაუშვებლად ცნობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვიდან ერთი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მე-2 სამუშაო დღეს, ელექტრონულ ტენდერს ენიჭება ტენდერის სტატუსი „მიმდინარეობს დამატებითი რაუნდები“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის პრეტენდენტები, რომელთა ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა შეესაბამება სატენდერო პირობებს. დამატებითი რაუნდების დასრულებისთანავე, საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების მონაწილე პრეტენდენტთა წინადადების ფასი და ხარჯთაღრიცხვა (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ვლინდება გამარჯვებული – პრეტენდენტი, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში დააფიქსირა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი. 15. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისია აფასებს მისი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობას სატენდერო პირობებთან. 16. პრეტენდენტი, რომლის ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება დასაშვებია, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის დაზუსტება არ გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ხარჯთაღრიცხვა, თუ იგი არ არის ატვირთული სისტემის სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ ველში ან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი იგი. 17. თუ ხარჯთაღრიცხვა ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება გათვალისწინებული არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა, არასრულყოფილად დაზუსტება ან/და არსებითად შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 18. თუ ხარჯთაღრიცხვა შეესაბამება სატენდერო პირობებს და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს ხარჯთაღრიცხვის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე. 19. თუ ხარჯთაღრიცხვა ექვემდებარება დაზუსტებას და, ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში. დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა მოწმდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის შეფასებასთან ერთად. 20. ამ მუხლის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ დააზუსტებს ხარჯთაღრიცხვას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 21. ელექტრონული ტენდერის ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულო არ არის. 22. გამარჯვებული პრეტენდენტის ხარჯთაღრიცხვის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია იწვევს მას ხელშეკრულების გასაფორმებლად ამ წესის 31-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ვადაში. 23. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, აფასებს სისტემის მიერ გამოვლენილ მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის (არსებობის შემთხვევაში) ხარჯთაღრიცხვას ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 24. ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 4 სექტემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები