,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016226
23
29/08/2017
ვებგვერდი, 31/08/2017
010250040.35.126.016226
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2017 წლის 29 აგვისტო

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი 25/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 39 4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,მუხლი 394. საკრებულოსა და კომისიის უხუცესი წევრი

საკრებულოს/კომისიის უხუცესი წევრის, როგორც საკრებულოს/კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობა ანაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამისი მუხლიდან მიეცემა ხელფასი საკრებულოს/კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.

მუხლი 2
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილების 39მუხლის  მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 21 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე