„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 150/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017403
150/ნ
31/08/2017
ვებგვერდი, 31/08/2017
040030000.22.022.017403
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №150/ნ

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016262) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური  პასუხისმგებლობის ზომებს. უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა