„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.020120
411
30/08/2017
ვებგვერდი, 30/08/2017
120260020.10.003.020120
„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2017 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 120260020.10.003.018026) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა

ზურაბ ალავიძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

კახაბერ გულედანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ლელა ჩიქოვანი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ნინო ბერძული − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ზვიად მიხანაშვილი − საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

შალვა ჯაბახიძე − საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

მერაბ მალანია − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

გიორგი პატარიძე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლია გიგაური − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ალექსი ბატიაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლევან ძნელაძე − საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ნუგზარ კანდელაკი − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

გოჩა ხარშილაძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

დავით ფერაძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

დავით გრიგალაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

გიორგი ტუღუში − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ინგა მაზანაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი