„ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016401
191
30/08/2017
ვებგვერდი, 01/09/2017
010250020.35.123.016401
„ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №191

2017 წლის 30 აგვისტო

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებელი შენობა-ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს №190 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 24.08.2017; 010250020.35.123.016400), კერძოდ, დადგენილების მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატების, დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება შეუძლიათ განახორციელონ ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა №2, ნაკვეთ №1-ში მდებარე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ ტერიტორიაზე და ახალგაზრდობის გამზირ №98-ის ჩრდილოეთით და ახალგაზრდობის გამზირ №96-ის სამხრეთით არსებულ შენობაში (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლე“). ამასთან, მითითებული ღონისძიებების, შეხვედრების გრაფიკი შეთანხმებული უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლის“ ადმინისტრაციასთან.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბექა ყანჩელი