„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 157/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017410
157/ნ
11/09/2017
ვებგვერდი, 12/09/2017
040030000.22.022.017410
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №157/ნ

2017 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 (სსმ, 112, 26/09/2005) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ ქალაქ თბილისის №183 საჯარო სკოლას შეეცვალოს მინიჭებული ნომერი და განისაზღვროს სსიპ ქალაქ თბილისის №58 საჯარო სკოლად. 
მუხლი 2
სსიპ ქალაქ თბილისის №183 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სსიპ ქალაქ თბილისის №58 საჯარო სკოლა.
მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 30-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

30

ქალაქ თბილისის №58 საჯარო სკოლა

ღამბაშიძის ქ. №3

დაწ-საბ-საშ

მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა