„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020118
409
25/08/2017
ვებგვერდი, 30/08/2017
010240030.10.003.020118
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №409

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019880) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში  –  საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის უფროსი

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს უფროსი

საბჭოს წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალა-ტის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

სსიპ – კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი